SGS-ის ქირურგიული შაბლონის ანაწყობი “MENTOR”

სრულყოფილი ქირურგიული ანაწყობი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ჩაატაროთ სრულყოფილი იმპლანტაცია ქირურგიული შაბლონის გამოყენებით

ქირურგიული პროტოკოლის მაგალითი

ანაწყობის შემადგენელი ელემენტები

საფიქსაციო პინები

ანაწყობს მოყვება ორი სხვადასხვა ტიპის საფიქსაციო პინი, რომელიც ჩახრახნვით ფიქსირდება გილზაში

ღრძილის საჭრელი

ანაწყობს მოყვება ორი სხვადასხვა დიამეტრის (5,1მმ და 4,4 მმ) ღრძილის საჭრელი

ძვლის გასასწორებელი

ანაწყობს მოყვება ორი სხვადასხვა დიამეტრის (5,0 მმ და 4,3 მმ) ძვლის მოსაპირკეთებელი ბორები, რომელიც წინასწარ დაგეგმილ სიღრმეზე ასწორებს ძვლის ზედაპირს.

შაბლონის ბორები

ანაწყობს მოყვება ყველა სიგრძისა თუ დიამეტრის ბორები რომელიც შაბლონიდან სამუშაოდ გამოიყენება.

იმპლანტის შემყვანი

ანაწყობს მოყვება იმპლანტის შემყვანი როგორც რაჩეტით, ასევე ბორ-მანქანით და მისი დამაგრძელებელი

ინსტრუმენტები

ანაწყობს მოყვება შემდეგი ინსტრუმენტები: რაჩეტი, ორთოპედიული გასაღები და კონუსური ორთოპეედის ამოსაღები ინსტრუმენტი

სრულყოფილი ანაწყობით ჩატარებული იმპლანტაციის კლინიკური ქეისი