პაციენტისთვის

AdobeStock_175887527__1578069773_76096

რა არის დენტალური იმპლანტაცია?

დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს. იმპლანტები ცვლის დაკარგული კბილების ფესვებს, რაც კბილთა მწკრივის აღდგენის საშუალებას იძლევა. ქირურგიული ოპერაციისას იმპლანტი თავსდება ყბის ძვალში არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე და შემდგომი თვეების განმავლობაში იგი შეეზრდება ძვალს (ადგილი აქვს ოსტეოინტეგრაციას) რაც უზრუნველყოფს ყბის ძვალში მის სტაბილურობას. ძვალში მოთავსებულ იმპლანტზე ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი და საბოლოოდ ასრულებს ბუნებრივი კბილის ფუნქციას. იმპლანტებით შესაძლებელია აღდგეს, როგორც ერთი, ისე რამოდენიმე კბილი. თუმცა იმდენივე იმპლანტის ჩასმა, რამდენი კბილიც გვაკლია, ყოველთვის საჭირო არ არის. რადგან იმპლანტები უფრო მეტ ღეჭვით დატვირთვას უძლებენ, ვიდრე ბუნებრივი კბილები.


რა არის იმპლანტი?

იმპლანტი დამზადებულია სამედიცინო ბიოშეთავსებადი მასალისგან – ტიტანისგან, რომელიც იოლად ეხორცება ძვალს. 

იმპლანტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:

1.ხელოვნური ფესვი, რომელიც ინტეგრირდება ძვალში.

2.იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს ან პროთეზს აკავშირებს ტიტანის ხელოვნურ ფესვთან;

3.ხელოვნური გვირგვინი ან პროთეზი.

როგორ კეთდება დენტალური იმპლანტაცია?

დენტალური იმპლანტების ჩასმის ეტაპები:

  1. დაგეგმარება: თავიდანვე აუცილებელია პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათი, რომლის საშუალებითაც ხდება ძვლის მდგომარეობის შესწავლა. ფასდება ძვლის სისქე, სისხლძარღვებისა და ღრძილების მდგომარეობა, მაგისტრალური ნერვების მდებარეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იმპლანტის სწორად მოთავსებაა, ამიტომაც წინასწარ კომპიუტერულ პროგრამაში ისაზღვრება მისი ზომა, მიმართულება და პოზიცია ძვალში.
  2. იმპლანტის მოთავსება: ადგილობრივი ან საჭიროებისას ზოგადი გაუტკივარების (სედაციის) ფონზე კეთდება განაკვეთი ღრძილზე, ხდება ყბის ძვლის პრეპარირება სპეციალური ბორების საშუალებით და იმპლანტის ჩახრახვნა, განსაკუთრებულ სტერილურ გარემოში.
  3. გარდა ამისა დენტალური იმპლანტაციის ჩატარება შესაძლებელია ციფრულად დამზადებული ქირურგიული შაბლონის გამოყენებით, რაც წარმოადგენს რევოლუციას თანამედროვე იმპლანტოლოგიაში. პროგრამაში წინასწარ დაგეგმილი იმპლანტების პოზიციით კეთდება შაბლონი, რომელიც ოპერაციის დროს თავსდება პირის ღრუში და მისი საშუალებით ხდება როგორც ძვლის პრეპარირება ასევე იმპლანტის ჩასმა. ქირურგიული შაბლონით გაკეთებული იმპლანტაციის დროს გამორიცხულია უზუსტობები, ოპერაცია კეთდება მცირე განაკვეთით, რაც ამცირებს ოპერაციის შემდგომ შეშუპებას და ტკივილს. იმპლანტის პოზიცია 100%-მდე ზუსტია, პროცედურა კი ხანმოკლე, უსაფრთხო და კომფორტული.
  4. ინტეგრაცია: იმპლანტის ჩანერგვიდან რამდენიმე თვეში ხდება იმპლანტის ძვალთან ინტეგრაცია ანუ შეხორცება, რომელიც გრძელდება 3-დან 6 თვემდე.
  5. ორთოპედიული ნაწილი – სრულფასოვანი შეხორცების შემდეგ, როდესაც იმპლანტს მყარად შემოეზრდება გარშემო ძვლოვანი ქსოვილი, დგება მეორე ორთოპედიული ეტაპი – იმპლანტის გახსნა და მასზე ჯერ მაფორმირებლის, შემდგომ კი აბატმენტის დაყენება, რომელზეც ფიქსირდება გვირგვინი ან პროთეზი.
  6. იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელია ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი.

შესაფერისია თუ არა თქვენთვის SGS დენტალური იმპლანტები?

პრემიუმ ხარისხის შვეიცარიული იმპლანტები – SGS

  • SGS დენტალის პროდუქცია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში;
  • SGS -იმპლანტები დამზადებულია სამედიცინო ბიოშეთავსებადი ტიტანის შენადნობისგან;
  • SGS -ის იმპლანტებს აქვს სპეციალური SBTC საფარი, რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით უფრო სწრაფ ოსტეოინტეგრაციას ანუ ძვალთან შეხორცებას;
  • SGS -ის იმპლანტები აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, სერტიფიცირებულია ამერიკისა და ევროპის მაკონტროლირებელი ორგანოების მიერ (ISO 9001:2008, ISO 13485:2012, FDA, CE)
  • SGS იმპლანტები იძლევა გარანტიას მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი სწორი გამოყენების შემთხვევაში.
  • SGS დენტალ სისტემის იმპლანტები გვთავაზობს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის მრვალფეროვან გზას.

დენტალური იმპლანტები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და არა ყველასთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს სტომატოლოგთან.