ქირურგიული შაბლონი SGS Lab-ისაგან

ჩვენი პირველი შაბლონი 2017 წელს დამზადდა.

ქირურგიული შაბლონი/მიმმართველი არის რეალური პირის ღრუს იდენტური  ფორმის, ანტიალერგიული, მყარი, გამჭირვალე, უსუნო და 121°-ზე ავტოკლაცირებადი მასა, რომლის დახმარებითაც ხდება იმპლანტისთვის საჭირო ღრმული გაკეთება წინასწარ დაგეგმილ სიღრმესა და დიამეტრზე ყოველგვარი გართულებების გარეშე. რიგ შემთხვევაში შაბლონის გავლით ხდება თავად იმპლანტის ჩასმაც.

SGS Lab-ის შაბლონის ბეჭდვა ხდება Phrozen Sonic 3D პრინტერის საშუალებით მაქსიმალური (0.01 მილიმეტრი) სიზუსტით.

ჩვენი კომპანია იყენებს HARZ Lab-ის მიერ სპეციალურად სტომატოლოგიური შაბლონებისთვის დამზადებულ ბიოთავსებად  მასალას.

SGS Lab-ი გთავაზობთ ყველა ტიპის ქირურგიულ შაბლონის დამზადებას რომელიც დღესდღეისობით გამოიყენება მსოფლიოში. 

ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით მოიცავს 4 წელს. ამ გამოცდილებაზე დაყრნდობით ჩვენი შაბლონები გახლავთ მაქსიმალურად ზუსტი და პასუხობს ყველა თანამედროვე სტანდარტებს.

ქირურგიული შაბლონის დამზადების მეთოდები

პილოტ ბორით შაბლონი

2 მმ იან პილოტურ ბორზე გათვლილი ქირურგიული შაბლონი.

6 ბორიანი ანაწყობი Mistral V3.

ქირურგიული შაბლონი იგეგმება კომპანია Prodigident ის მიერ შექმნილი უნივერსალური ანაწყობით.

SGS Dental-ის ანაწყობი Mentor-ი

ქირურგიული მიმმართველი იგეგმება კომპანია SGS Dental-ის მიერ შექმნილი სრულყოფილი ანაწყობით.