Live ვებინარი თემაზე "ქირურგიული შაბლონი - INTRO"

28 მაისი 2021 - 4:00 PM

SGS Dental  ონლაინ სწავლების რეჟიმში გთავაზობთ live ვებინარს თემაზე “ქირურგიული შაბლონი – INTRO”.

მომხსენებელი – ექიმი ორთოპედ-იმპლანტოლოგი მარკ ანტალი, მედიცინის დოქტორი, უნგრეთის ქალაქ სეგედის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.

მოხსენებაზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია პროგრამა “Zoom”-ის საშუალებით 28 მაისს პარასკევს, თბილისის დროით 4 საათზე, ქვემოთ მითითებულ ლინკზე გადასვლით. 

კურსის მომხსენებელი:

 

⭕️ მარკ ანტალი უნგრეთის ქალაქ სეგეთის ასოცირებული პროფესორი. 

მოკლე CV
ექიმმა მარკ ანტალმა დაამთავრა სეგედის უნივერსიტეტი უნგრეთში, სადაც მუშაობდა ასისტენტ პროფესორად და ამჟამად პროფესორად. მას გავლილი აქვს პროფესიული ინტერნატურა გერმანიასა და აშშ-ში.
პოსტდიპლომური განათლება მიღებული აქვს ოპერატიულ სტომატოლოგიასა, ორთოპედიულ სტომატოლოგიაში და პირის ღრუს ქირურგიაში. იგი არის YDW – მსოფლიო ახალგაზრდა სტომატოლოგების ემერიტუს პრეზიდენტი. მარკი იყო FDI – სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის განათლების კომიტეტის წევრი. კვლევის ინტერესს წარმოადგენს ესთეტიური სტომატოლოგია, დენტალური იმპლანტაოლოგია და თამბაქოს მიღების შეწყვეტის გავლენა პრევენციულ ორალურ მედიცინაში. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ამ სფეროში.

ასევე, თანდართულ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ მარკ ანტალის მიერ ჩატარებული ვებინარი დენტალური იმპლანტის ორთოპედიასთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • ჭანჭიკოვანი თუ ცემენტოვანი ფიქსაცია.
  • ერთი თუ რამოდენიმე იმპლანტი.
  • მოსახსნელი თუ მოუხსნელი კონსტრუქცია.
  • ღია თუ დახურული კოვზის ტრანსფერით მუშაოვა და მათი ტექნიკები.
  • მულტი-იუნიტ სისტემის შესაძლებლობები.