ჭრილობის დამცავი საფენი პირის ღრუსთვის
Ora-Aid — ორფენიანი ინტრაორალური საფენი, რომელიც ნერწყვთან შეხებისას ეკვრის ლორწოვანს და ფარავს ჭრილობას: იმპლანტაციის, ამოღების, პაროდონტული ქირურგიის და გრაფტის აღების შემდეგ.
Regular 25×15 მმ · Large 50×15 მმ — 20 ც.ზომები
ორივე ზომა იჭრება და ფორმას ჭრილობის მიხედვით იღებს.

ორი ფენა — ორი ფუნქცია
შიდა, წებოვანი ფენა წყალში ხსნადი პოლიმერისგანაა (ჰიდროქსიეთილცელულოზა) — ნერწყვთან, სისხლთან ან წყალთან შეხებისას გელად იქცევა და ქსოვილს ეკვრის. გარე, დამცავი ფენა წყალში არ იხსნება და ჭრილობას გარე ზემოქმედებისგან იცავს.
როცა წებოვანი ფენა სრულად გაიხსნება, დამცავი ფენა თავისით სცილდება — ძალით მოხსნა საჭირო არ არის.
- ტკივილის შემსუბუქება ოპერაციის შემდეგ
- მეორადი ინფექციის პრევენცია
- პიტნის არომატი — სიგრილის შეგრძნება

საჭიროა მეტი დრო? — ნაკერით დამაგრება
წებოვანი ფენა დაახლოებით 6 საათს ძლებს. ხანგრძლივი დაცვისთვის Ora-Aid ნაკერით მაგრდება: გაწოვადი ძაფის შემთხვევაში დამცავი ფენა თავისით მოცილდება, გაუწოვადის შემთხვევაში — ნაკერთან ერთად მოიხსნება.
- უმჯობესია მყარ ქსოვილზე დამაგრება
- ზედმეტი სინოტივე ნახვევით მოაშორეთ
- არ გამოიყენება სინუსის მემბრანის პერფორაციისას
გამოყენების სფეროები
ხშირად დასმული კითხვები
საჭიროა თუ არა დამცავი ფენის მოხსნა?
არა. როცა წებოვანი ფენა ნერწყვით სრულად გაიხსნება, დამცავი ფენა თავისით სცილდება. გამონაკლისია ნაკერით დამაგრებული საფენი.
შეიძლება თუ არა გამოყენება სინუსის მემბრანის პერფორაციისას?
არა. Ora-Aid მემბრანა არ არის — ის მხოლოდ გარე დამცავი საფენია.
რატომ შეიძლება ცუდად მიეკრას ან სწრაფად მოსცილდეს?
ყველაზე ხშირად — არასწორი მიმაგრების გამო. მოჭერით სწორ ფორმაზე, დაადეთ ჭრილობას და 5–10 წამი დააჭირეთ. ზედმეტი სინოტივე ადჰეზიას აუარესებს — მოაშორეთ ნახვევით. დაამაგრეთ მყარ ქსოვილზე: მხოლოდ რბილზე კუნთების მოძრაობის გამო ნაკლებ ხანს ჩერდება.
რამდენ ხანს ჩერდება?
ზოგადად 6–12 საათი ზედა ყბაზე და 4–6 საათი ქვედაზე — დამოკიდებულია მიდამოსა და პირობებზე. უფრო ხანგრძლივად — ნაკერით დამაგრებისას.
რისგან არის დამზადებული?
წებოვანი მხარე — წყალში ხსნადი პოლიმერისგან, დამცავი — წყალში უხსნადისგან; მათ შორის ჰიდროქსიეთილცელულოზა. გამოყენებულია არატოქსიკური ნედლეული.
აქვს თუ არა FDA-ს თანხმობა?
დიახ — FDA 510(k).
TBM Corporation
Ora-Aid-ს აწარმოებს TBM Corporation (სამხრეთ კორეა) — სტომატოლოგიური პროდუქციის, მათ შორის ძვლის მასალებისა და ჭრილობის საფენების სპეციალიზებული მწარმოებელი. Ora-Aid დაპატენტებული კონცეფციაა — პირის ღრუში მისაწებებელი საფენი.
Ora-Aid-ის პროდუქცია საქართველოში
მოგვწერეთ ფასისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.






