ჩვენს შესახებ
SGS Dental-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში — 2014 წლიდან.
შვეიცარული საიმპლანტაციო სისტემა და ყველაფერი იმპლანტაციისთვის — ერთ სივრცეში
SGS Dental Georgia 2014 წლიდან წარმოადგენს SGS Dental-ს საქართველოში. ექიმებს ვაწვდით იმპლანტებს, ორთოპედიულ კომპონენტებს, რეგენერაციის მასალებს, აპარატურას და ციფრულ გადაწყვეტილებებს.
2017 წლიდან ვამზადებთ ქირურგიულ შაბლონებს, 2026 წლიდან კი გვაქვს საკუთარი ციფრული ლაბორატორია — SGS Dental Lab. ჩვენთვის პროდუქტის მიღმა ყოველთვის ადამიანები დგანან.
კომპანიის ისტორია
- 2007
SGS Dental-ის დაარსება
დაარსდა SGS Dental — კორპორაციული ფესვებით შაანში (ლიხტენშტაინი) და ცუგში (შვეიცარია). მიზანი: კლინიკური პრაქტიკის და შვეიცარიული მაღალი ტექნოლოგიების შერწყმით შექმნილიყო ხელმისაწვდომი, მაღალი კლასის დენტალური იმპლანტები.

- 2009
ევროპული ცენტრი ბუდაპეშტში
ბუდაპეშტში, უნგრეთში, გაიხსნა 3000 მ²-იანი ცენტრი, სადაც თავი მოიყარა ევროპულმა ოპერაციებმა: სტერილური შეფუთვა, ლოჯისტიკა და მსოფლიო დისტრიბუცია.

- 2014
SGS Dental Georgia
სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა SGS-ის საიმპლანტაციო სისტემის პრეზენტაცია და პირველი შეხვედრა ქართველ ექიმებთან. ბათუმში, GSA-ის ყოველწლიურ გამოფენაზე, ჩატარდა პირველი მასტერკლასი ბატონი მამუკა გოგიბერიძის ხელმძღვანელობით.

- 2015
პირველი ვიზიტი ბუდაპეშტში
ქართველი ექიმების პირველი ჯგუფი SGS-ის სათაო ოფისს და ქარხანას ესტუმრა ბუდაპეშტში.

- 2017
პირველი შაბლონი, პირველი კურსი, პირველი ოფისი
საქართველოში პირველად დამზადდა ქირურგიული მიმმართველი — CDD ლაბში, ბატონი დავით ხმალაძის მხარდაჭერით. Dentex-95-ში ჩატარდა პირველი საიმპლანტაციო კურსი, ბატონი დავით სუხიტაშვილისა და ავთანდილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. გაიხსნა კომპანიის პირველი ოფისი.

- 2020
ახალი ოფისი
გადავედით ახალ ოფისში, სადაც ექიმებთან ერთად თეორიული და პრაქტიკული შეხვედრები და საავტორო კურსები ჩავატარეთ.

- 2024
10 წელი საქართველოში
SGS Dental Georgia-მ 10 წლის იუბილე ქართველ ექიმებთან და პარტნიორებთან ერთად აღნიშნა.

- 2025
ბიელი და ახალი სივრცე
ქართველ ექიმებთან ერთად ვესტუმრეთ SGS-ის ქარხანას ბიელში, შვეიცარიაში. გავხსენით დიდი ოფისი საპრეზენტაციო და სასწავლო სივრცით.

- 2026
SGS Dental Lab
ამოქმედდა ჩვენი ციფრული სატექნიკო ლაბორატორია — SGS Dental Lab.

პროდუქტის მიღმა ყოველთვის ადამიანები დგანან
კლინიკური მხარდაჭერა
ექიმის გვერდით ვართ ოპერაციამდე და მის შემდეგ.
ოპერატიული მომსახურება
პროდუქტი სწორ დროს, სწორ ადგილას.
პროფესიული პარტნიორობა
ვისმენთ ექიმების უკუკავშირს და ერთად ვვითარდებით.
გრძელვადიანი თანამშრომლობა
ნდობა, რომელიც წლების განმავლობაში შენდება.
SGS Dental Georgia — 2026
ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ექიმმა მიიღოს არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ სრული პროფესიული მხარდაჭერა.
გაყიდვები და კლინიკური კომუნიკაცია
ყოველდღიური მხარდაჭერა ექიმებისა და კლინიკებისთვის






ტექნიკური მხარდაჭერა და კონსულტაცია
პროფესიული თანადგომა ყოველდღიური საქმიანობისთვის



ლოჯისტიკა
პროდუქტი სწორ დროს, სწორ ადგილას



მიწოდება და ოპერატიული მხარდაჭერა
კლინიკებისთვის პროდუქციის დროული და უწყვეტი მიწოდება




პროექტები, დიზაინი და ფინანსები
სტაბილური პროცესები და ბრენდის ვიზუალური კომუნიკაცია






გამოცდილი გუნდი ციფრულ ლაბორატორიაში
ქირურგიული შაბლონები 2017 წლიდან, ციფრული დაგეგმარება, ფრეზირება და 3D ბეჭდვა — ერთ სივრცეში, იმპლანტების მომწოდებლის გვერდით.
ლაბორატორია →გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — სიამოვნებით გიპასუხებთ.
