SGS Dental Georgia · თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #39
📞 დარეკვა✉ georgia@sgs-dental.com
SGS Dental — Swiss Implant Systemოფიციალური წარმომადგენლობა
საქართველოში
Sticky Bone · ქსენოგრაფტი

S1 Dental

წებოვანი, მოდელირებადი ძროხის ძვლის ქსენოგრაფტი — იმპლანტაციის, GBR-ის, სინუს-ლიფტინგის და ალვეოლური ძვლის რეგენერაციისთვის.

FDA 510(k) K231672CEვარგისიანობა — 5 წელი
S1 Dental
SPECIFICATIONS

ზომები და მოცულობები

მოდელიტიპინაწილაკი (მმ)მოცულობა (წონა)ფიზიოლოგიური ხსნარი
S1 Dentalფხვნილი (Powder)0.2 – 1.00.5 cc (0.25 გ)0.3 cc
1 cc (0.5 გ)0.6 cc
2 cc (1.0 გ)1.2 cc
4 cc (2.0 გ)2.4 cc
ჩიპი (Chip)1.0 – 2.00.75 cc (0.25 გ)0.4 cc
1.5 cc (0.5 გ)0.8 cc
3 cc (1.0 გ)1.6 cc

* საშუალო ფრაქცია (0.5–1.4 მმ) — შეკვეთით.

KEYWORDS

საკვანძო თვისებები

01ადჰეზია და ფიქსაციახსნართან შერევისას ხდება წებოვანი — ადგილზე რჩება და არ იფანტება.
02მყარი სივრცის შენარჩუნებაინარჩუნებს ფორმას და მოცულობას ახალი ძვლის ფორმირებამდე.
03მაღალი ოსტეოკონდუქციაღრუბლოვანი ძვლის ფოროვანი სტრუქტურა ახალი ძვლის ზრდისთვის.
04მარტივი მანიპულაციაპლასტილინივით იძერწება და ზუსტად ერგება დეფექტს.
05ფართო ჩვენებებიGBR, სინუს-ლიფტინგი, ბუდის შენარჩუნება, აუგმენტაცია.
S1 — წებოვანი, ძერწვადი ძვალი სხვა ქსენოგრაფტთან შედარებით
TECHNICAL DATA

ტექნიკური მონაცემები

მაღალი ფორიანობა, ფორმის შენარჩუნება და ძვლის ფორმირება — შედარებითი ტესტები
CLINICAL CASE

კლინიკური შემთხვევები

ალვეოლური მორჩის შენარჩუნება მემბრანის გარეშე

მოდელირებადი აუგმენტაცია ფრონტალურ მიდამოში

INSTRUCTIONS FOR USE

გამოყენების ინსტრუქცია

დანიშნულება

MedPark S1 Dental — ძროხის ღრუბლოვანი ძვლისგან მიღებული ქსენოგრაფტი. ავსებს ყბა-სახის მიდამოს ძვლოვან დეფექტებს და სიცარიელეებს (ქირურგიული ან არაქირურგიული დაზიანებისას) და ინარჩუნებს სივრცეს, სადაც ახალი ძვლოვანი ქსოვილი ფორმირდება.

ოპერაციამდე მომზადება
  1. ორმაგად შეფუთული პროდუქტი საოპერაციოში სტერილურად შეიტანეთ.
  2. არ გამოიყენოთ, თუ სტერილური შეფუთვა დაზიანებული ან გახსნილია, ან ფლაკონში უცხო სხეულია.
  3. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის შემდეგ (5 წელი წარმოებიდან).
  4. ოპერაციამდე ექიმმა ბოლომდე უნდა გაიცნოს გამოყენების ინსტრუქცია.
  5. ინსტრუმენტები სტერილური უნდა იყოს; S1 იმპლანტირებადი სამედიცინო ნაწარმია და გამოიყენება სუფთა, საოპერაციო გარემოში.
გამოყენების წესი
  1. მოხსენით ბლისტერის Tyvek ფირი, ფლაკონს მოხსენით თავსახური და გრანულები სტერილურ ჭურჭელში გადაიტანეთ.
  2. მუკოპერიოსტალური ნაფლეთით გახსენით დეფექტი და სრულად მოაშორეთ გრანულაციური და ანთებითი ქსოვილი.
  3. დაამატეთ ფიზიოლოგიური ხსნარი მხოლოდ რეკომენდებული რაოდენობით (იხ. ცხრილი) — არ გაყოთ პროდუქტი რამდენიმე გამოყენებაზე და არ შეურიოთ სხვა გრაფტს.
  4. ზელეთ თანაბრად, მინიმუმ 30 წამი, ხელით ან ინსტრუმენტით, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. ფორმის მიცემის შემდეგ ხსნარში აღარ დაალბოთ.
  5. მასა დეფექტის ფორმაზე მოარგეთ, ინსტრუმენტით შეიტანეთ და დააჭირეთ.
  6. დაფარეთ ნაფლეთით და ნაკერით მჭიდროდ დახურეთ.
შენახვა და ვარგისიანობა

ინახება სტერილურ კონტეინერში, ოთახის ტემპერატურაზე (1–30°C), ჩრდილში. ერთჯერადია — გახსნის შემდეგ ნარჩენი გადააგდეთ. ვარგისიანობა — 5 წელი წარმოებიდან; ვადაგასული პროდუქტი არ გამოიყენოთ და ხელახლა არ გაასტერილოთ.

სიფრთხილის ზომები
  1. გამოიყენება მხოლოდ მომზადებული სტომატოლოგის ან ყბა-სახის ქირურგის მიერ.
  2. უკუჩვენებები: ოსტეომიელიტი, ღვიძლის ან გულის მძიმე დისფუნქცია; ძროხის ძვლის მიმართ ალერგია.
  3. ზოგადი რისკ-ფაქტორები: მეტაბოლური დაავადებები, ოსტეოპოროზი, სტეროიდული თერაპია, აუტოიმუნური დაავადებები, მოწევა.
  4. როგორც ნებისმიერი ქირურგიისას, შესაძლოა: შეშუპება, სისხლდენა, ადგილობრივი ანთება, ინფექცია ან ტკივილი.

მწარმოებელი: MedPark, ბუსანი, სამხრეთ კორეა · წარმომადგენელი საქართველოში: SGS Dental Georgia

გაინტერესებთ ეს პროდუქტი?

მოგვწერეთ — მოგაწვდით ფასს, ხელმისაწვდომობას და დეტალურ ინფორმაციას.

შეკვეთა / კონსულტაცია